იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც საქართველომ უნდა გასწიოს - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ტვიტერზე" წერს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ ევროატლანატიკურ გზაზე წინსვლისთვის.

„სალომე ზურაბიშვილთან და ყველა ლიდერთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დღეს იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის. ეს მიღწევა თქვენია. ახლა გამოწვევაა, რომ ამან იმუშაოს“, – წერს შარლ მიშელი.