,,იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში" - წულუკიანი

,,ქართული ოცნების" წევრი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება" დააკომპლექტებს მთავრობას, იუსტიციის მინისტრად მისი დანიშნვნა არ იგეგმება.

მისივე თქმით, ის საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებს.

,,მე იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში. ეს ასე არ იგეგმება. მომავალ პოზიციებს მომავალში ვნახავთ, მაგრამ ეს დაგეგმილი არ არის, რომ მე დავბრუნდე იუსტიციის სამინისტროში",- განაცხადა თეა წულუკიანმა ,,ღამის კურიერში".