ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა - გიორგი გახარია

საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილზე მეტად გავლენიანი პოლიტიკოსი არ ყოფილა. გახარიამ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს დააკისრა და თქვა, რომ დარწმუნებულია, არც მას მოსწონს "ქართული ოცნების" მმართველობა.

"არ არსებობს არანაირი თანმიმდევრულობა, არ არსებობს არანაირი პასუხისმგებლობის გააზრება და რაღაც განსაკუთრებით, ამ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში სულ უფრო და უფრო რეალობას მოწყვეტილ ქაოსს ვხედავ.

ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების", - განაცხადა გიორგი გახარიამ.