ივანიშვილთან შეხვედრები არ მაქვს, არც შეტყობინებებს ვუგზავნი - კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, "ქართული ოცნება" უკვე ბიძინა ივანიშვილის გარეშეა და მასთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელად საპარლამენტო არჩევნების დღეს, 31 ოქტობერს ნახა. 

"ქართული ოცნება" უკვე ბიძინა ივანიშვილის გარეშეა. უკანასკნელად არჩევნებისას, 31 ოქტომბრის საღამოს ვნახე. მე მასთან შეხვედრები არ მაქვს, არც შეტყობინებებს ვუგზავნი, არც ტელეფონით ვესაუბრები. კონტაქტი არ არის. მან დატოვა პოლიტიკა. შეიძლება ზოგისთვის რთული დასაჯერებელია, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ამის დანახვა ძალიან მარტივი იქნება", - განაცხადა კუჭავამ.