ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი უცნობია.

ის მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა.

ამასთან, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა. ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში დატოვა. ის ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა.