ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოშია. 

აპატურაი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. 

შესაძლოა, ჯეიმს აპატურაი მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც შეხვდეს.