კახა კალაძე 13-14 ივლისს ბაქოს ეწვევა

თბილისის მერი კახა კალაძე 13-14 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მემორანდუმს.

დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში.

თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ილია ელოშვილი.