კახა კალაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა. 

როგორც report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გამო.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბაქოსა და თბილისის მთავრობებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ელჩი და მერი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით.