კახა კალაძე დღეს ბაქოს ეწვევა

თბილისის მერი კახა კალაძე 13-14 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მემორანდუმს.

დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ილია ელოშვილი.