კახიძე: შეცდომები იყო არა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული, არამედ, წინა ხელისუფლების მხრიდან

"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი ივანიშვილის მხრიდან. რაც დადასტურებული აქვს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ბრალდებები არის შეთითხნილი,"- ამის შესახებ ჟურნალისტებტან "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

"რაც შეეხება შეცდომებს, შეცდომები აქვს დაშვებული წინა ხელისუფლებას, მაგრამ ივანიშვილის შეცდომებთან და დანაშაულებებთან შედარებით, ჩემი აზრით, არის სრული ასიმეტრია. თუ რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს უკავშირდება 2004-2012 წლების პერიოდს და ეს იყო უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა, რა თქმა უნდა, https://report.ge/politics/mikheil-saakashvili-me-vbrundebi/. მათ შორის ჩვენც ვიღებთ პასუხისმგებლობას როგორც შეცდომებზე, ისე მიღწევებზე, გააზრებული გვაქვს წარსულის გამოცდილება. რაც შეეხება რა აქვს გააზრებული მიხეილ სააკაშვილს, მას უნდა კითხოთ”,- განაცხადა კახიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აპირებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინოს, კახიძე ამბობს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა, მიეისვე თქმით მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელას, სადაც ის საუბრობს: "შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის."

მიმართვის დასასრულს, სააკაშვილის ამბობს, რომ ის ბრუნდება.