კალაძე გახარიას შეხვდა? - რას ამბობს თბილისის მერი

დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს და ექსპრემიერ გიორგი გახარიას შეხვდა.

მან ჟურნალისტებთან საუბრისისას, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ორი კვირის წინ გიორგი გახარიას შეხვდა, სისულელე უწოდა.