კალაძე: ჩვენი ვალია აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის

"ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით უნდა დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა და გავაერთიანოთ საქართველო. ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ნაბიჯებით”,- ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

დღეს, 27 სექტემბერს 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რომლის უკან დგას ათი ათასობით დაღუპული ადამიანი, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, ოკუპირებული ტერიტორიები.

ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას", - წერს კახა კალაძე.