ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდში არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ Report.ge-ს კითხვას მოსალოდნელ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.
"ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდში არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი, თუ რაიმე ცვლილებას გადაწყვეტს პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა ეს ცნობილი გახდება მედიისთვის და საზოგადოებისთვის"- განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი, ლილოს დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.