კალაძის და კობახიძის "ფეისბუქ ლაივი" მიუნხენის აეროპორტიდან - VIDEO

თბილისის მერი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიუნხენის აეროპორტიდან "ფეისბუქ ლაივის" საშუალებით ჩაერთვნენ. "ქართული ოცნების" ლიდერები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე, საქართველოს შესახებ რეზოლუციის ჩაგდებას და ოპოზიციის წევრების შეფასებებს გამოეხმაურნენ. 

კახა კალაძის განცხადებით ამაზრზენი იყო იმის ყურება თუ როგორ გაუხარდათ ოპოზიციის წევრებს აღნიშნული რეზოლუციის ჩაგდება.