კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს მეგობარია

"ეს [ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში] არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. 

მისი თქმით, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ჰარცელი მიშელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. 

"მას ხვალ საკმაოდ დატვირთული დღე ელის. გვაქვს უამრავი პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტები აგროკულტურასაც შეხება,"-აღნიშნა კარლ ჰარცელმა.