კარლ ჰარცელმა საქართველოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ქაბულიდან ევროკავშირის მიმართულებით განხორციელებული რეისების წარმატებით შესრულებაში მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

"მადლობა საქართველოს ქაბულიდან ევაკუაციისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელმაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა სწრაფად და უსაფრთხოდ განეხორციელებინათ ტრანზიტი და გადაეყვანათ ხალხი თბილისის აეროპორტში", — წერს ის ტვიტერზე.