,,ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა. 

შეხვედრა 16:00 საათზეა დაგეგმილი.

სავარაუდოდ, დღევანდელ სხდოამაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მთავრობის ახალ შემადგენლობაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. 

საკანონმდებლო ორგანოში 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.