ქართულ-აზერბაიჯანულის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ექსპერტების შეხვედრა წლის ბოლომდე გაიმართება

ქართულ-აზერბაიჯანულის საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოების 2/3 შესრულებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჰალაფ ჰალაფოვმა განუცხადა.

"სამუშაოების 2/3 შესრულებულია. ამ მიზნით ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი ექსპერტები წლის ბოლომდე თბილისში შეხვდებიან. კომისიის მომდევნო სხდომა მომავალი წლის პირველ კვარტალში უნდა გაიმართოს", - განაცხადა ჰალაფოვმა.