"ქართულ ოცნებას" მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს - ჯიმ რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს",წერს ჯიმ რიში Twitter-ზე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ოპოზიციის არაკონსტრუქციულობის პირობებში შარლ მიშელის დოკუმენტმა თავი ამოწურა და შეთანხმება ანულირებულია.