"ქართული ოცნება" დღეს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს

"ქართული ოცნება" დღეს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება მთაწმინდის პარკში 20:00 საათზე დაიწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძე იქნება. 

თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად, ჟურნალისტები აქციას აანონსებენ.

მედიის წარმომადგენლები 5 ივლისს მომხდარ ძალადობას აპროტესტებენ და პრემიერთან ერთად, შსს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.