"ქართული ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ, კოჯორში დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს.

ღონისძიება 11:00 საათზე კოჯორში გაიმართება და ამით "ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას დაიწყებს. 

ცნობისთვის, დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელსაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.