"ქართული ოცნების" აქცია დასრულდა

თბილისში, „ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქცია დასრულდა. პარტიის შემაჯამებელი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, 17:00 საათზე დაიწყო. 

აქციაზე უერთდებოდნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების” ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჰდომარემ, კახა კუჭავამ და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

მათ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდეს.