"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. 

სხდომა 20:00 საათზეა ჩანიშნული.

ამ დროისთვის უცნობია, რა საკითხზე იმსჯელებენ უმრავლესობის წევრები.