"ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირებაა

"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. 

შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება და ურთიერთდაპირისპირებაა. 

ოფისში ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. 

5 ივლისს დაზარალებული ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს გარდაიცვალა.