"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პარტია "ქართულმა ოცნებამ" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. მის კანდიდატურას ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი. 

პარტიის გენერალურ მდივნად კახა კალაძე. ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ ვასილ მაღლაფერიძე დანიშნეს.

ყრილობას 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. დაამტკიცეს განახლებული პოლიტსაბჭოც.