"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" სიღნაღში, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარადგინა. ის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრია. 

სონღულაშვილი პროფესიით ეკონომისტია. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2001 წელს, სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკურ მეცნიერებებს სწავლობდა მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში; 2002-2006 წლებში "კავკასიის ბიზნეს-სკოლაში" დაეუფლა ბიზნესის ადმინისტრირებას; 2007-2009 წლებში გრენობლის უმაღლეს სკოლაში გაიარა საერთაშორისო ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2003 წელს ტელეკომპანია „მზე“, გაყიდვების მენეჯერი; 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი; 2004-2006 წლებში სს „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2016 წლებში იყო შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორი. 2016 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი.