ცნობილია, როდის გაუხსნის შვეიცარია საზღვარს საქართველოს

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. 

,,ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან ამოქმედდება, განთავსდება საელჩოს საიტზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შვეიცარიის საზღვრები 20 ივლისამდე დაკეტილია", - აცხადებენ საელჩოში.