კარვების აქცია პარლამენტთან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებში ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტები პროტესტი მეხუთე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

აქტივისტების ძირითად მოთხოვნებს ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა დაემატა.

აქციის მონაწილის თქმით, ეკატერინე ტიკარაძე პროცესებს ვერ მართავს, ამიტომ მას მორალური უფლება აღარ აქვს დარჩეს თანამდებობაზე.

"ჩვენს ძირითად მოთხოვნებს დაემატა ერთი მთავარი მოთხოვნა - მინისტრმა ტიკარაძემ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა, ვინაიდან მას გაექცა მართვის ყველა სადავე, ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯმენტი ჩამოშლილია, ადამიანები იღუპებიან, საწოლფონდის მობილიზება ვერ ხდება ელემენტარულად, ამიტომ მას მორალური უფლება აღარ აქვს დარჩეს თანამდებობაზე",- განაცხადა აქციის მონაწილემ.

ცნობისთვის, აქტივისტების მთავარი მოთხოვნაა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ცესკოს განახლებული შემადგენლობით, გადაიხედოს დაწესებული შეზღუდვები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები.