კელი დეგნანი არჩევნების პროცესს მარნეულში დაესწრო

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თვითმმართველობის არჩევნებს მარნეულში დაესწრო. მან 27-ე და 85-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესებს დააკვირდა. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის და მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ დამკვირვებლის რანგში. ვეწვიე რამდენიმე საარჩევნო უბანს მარნეულში, აქ გასულ ოქტომბერსაც ჩამოვედი. კარგია უკან დაბრუნება და იმის ნახვა, რომ ამინდის მიუხედავად ამომრჩეველი მოდის. ხალხი გამოსულია, ხმას აძლევს, ისინი საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებიან", - განაცხადა კელი დეგნანმა.