ქეთევან ციხელაშვილმა რიგაში გლობალურ უსაფრთხოებაზე იმსჯელა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ექსპერტები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს განიხილავდნენ.

კონფერენციაზე ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით გამოვიდა. მან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და სამშვიდობო პოლიტიკის დეტალებზე ისაუბრა.

„ჩვენს სამშვიდობო გეგმას და ინიციატივებს მხარს უჭერენ. მნიშვნელოვანია მსგავსი ფორუმებს გამოყენება იმისთვის, რომ საქართველო იყოს ყურადღების ცენტრში. ჩვენს პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. ეს მათ ჩვენს მხარდაჭერას გაუადვილებს“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

რიგაში გამართულ ფორუმს 40 ქვეყნის წარმომადგენელი 700-მდე მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიებაზე გამოსვლები ჰქონდათ შვედეთის, გერმანიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. ლიდერებმა ევროპაში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე ისაუბრეს და ერთმანეთს პრობლემის გადაჭრის ხედვა გაუზიარეს.