ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს პასუხისმგებლობას - ნინო ბურჯანაძე

"ქართულმა ოცნებამ" ვერ გააცნობიერა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ ნისნავს მარტო ფულის შოვნას და პრივილეგიებს. ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს პასუხისმგებლობას", - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელმა პარნიორებმა ხელისუფლებას, შეახსენეს, რომ პასუხისმგებლობის მხოლოდ ოპოზიციაზე დაკისრება არასწორია. 

"სადაც ხელისუფლება ძლიერია, იქ, სადაც ხელისუფლება ეფექტიანია, ხელისუფლებაა ნებისმიერი პროცესის წარმმართველი ძალა და არა ოპოზიცია“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ოპოზიცია სამომავლო გეგმებს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ.