ხელშეკრულების ანულირებით მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს - იან კელი

ამ ხელშეკრულების და მასში შემავალ დემოკრატიული პრინციპების ანულირებით, საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, ამ პრინციპებისკენ დაბრუნება არასოდესაა  გვიან. 

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გუშინ, 28 ივლისს ბრიფინგი ჩაატარა.