ხელჩართული ჩხუბი ქუთაისის აქციაზე

ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სავარაუდოდ, ერთმანეთს ,,ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ვითარების განმუხტვა პოლიციამ სცადა. როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ.