ხვალ პარტიის "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება

ხვალ, 22 დეკემბერს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. როგორც report.ge-ს აცნობეს, ყრილობაზე დამტკიცდება პარტიის წესდება და აირჩევენ თავმჯდომარეს.

„დელეგატები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და ნდობას გამოუცხადებენ მმართველი ორგანოს - პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს. ღონისძიებაზე წარადგენენ პარტიის ხედვას. ყრილობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პარტიის ლოგოს, სლოგანის და სხვა ატრიბუტიკის წარდგენა. პირველად გაჟღერდება პარტიის ჰიმნი“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყრილობაზე დელეგატების რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყება.