ხვალ საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს 26 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა. ამასთან, ამ დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება.

27 მაისს კი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის შეხვდება. ასევე, ანდჟეი დუდა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიურ აღმოჩენებს გაეცნობა. მოგიანებით კი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდჟეი დუდასა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ამასთან, 27 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდება.