კიევში ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა - PHOTO

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. 

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

"კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ", - წერს ნინო გიორგობიანი "ფეისბუქში".

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა.