კირკიტაძე: გადაწყვიტა დატოვოს “ქართული ოცნება” და შემოუერთდეს “ნაციონალურ მოძრაობას"

ილჰამ გასანოვმა "ქართული ოცნება" დატოვა და  "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა, - ამის შესახებ მარნეულში გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ილჰამ გასანოვმა გადაწყვეტილება ძალადობის ფაქტების შემდეგ მიიღო.

"ყველა იმ ფაქტის შემდეგ, რაც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ”, მან გადაწყვიტა დატოვოს “ქართული ოცნება” და შემოუერთდეს “ნაციონალურ მოძრაობას”. ის არის მარნეულის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. მან დააფიქსირა სამოქალაქო პოზიცია, რომ ასე ძალადობრივად გაგრძელება არ შეიძლება'',- განაცხადა კირკიტაძემ.