კობახიძემ პარალელური დათვლის შედეგები გამოაცხადა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხმების პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა. 

მისი ინფორმაციით, დათვლილია 544 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 14.53%-ია. მისივე თქმით, მთლიანობაში დათვლილია 139 000 ხმა.

"ქართული ოცნების" მიერ პარალელური დათვლის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემები ასეთია:

"ქართული ოცნება" - 52.54%

"ნაციონალური მოძრაობა" – 29.45%

"საქართველოსთვის" - 5.71%

"ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა ტელეკომპანია იმედის გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებს,"- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე საათში ყველა უბანი იქნება დათვლილი.