"კომპრომისი გამორიცხულია"-პარლამენტში უმრავლესობის სხდომა დასრულდა

პარლამენტში, უმრავლესობის დახურული სხდომა დასრულდა. დეპუტატების განცხადებით ისაუბრეს ყველა მნიშვენლოვან საკითხზე, მათშორის არის აქციები, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა "კომპრომისი გამორიცხულია". მისივე თქმით ქუჩაში დგას 20 ადამიანი, რომელიც ოპოზიციური პარტიების ლიდერების ოჯახის წევრები არიან.