კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე ელექტრონული კენჭისყრის შედეგები ცნობილია

კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე, სადაც ექსპერიმენტის სახით, ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა, კენჭისყრის შედეგები ცნობილია.

უბნის თავმჯდომარის, ცირა ბარამიძის თქმით, რეგისტრირებული 1 218 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 548 მოქალაქემ დააფიქსირა.

"პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: კახა კალაძე – 253 ხმა; ნიკა მელია – 167; გიორგი გახარია – 44; ანა დოლიძე – 29; ანა ბიბილაშვილი 16

რეგისტრატორები ყოველ ორ საათში ითვლიდნენ ამომრჩეველთა ამომრჩევლების ხმებს. ბალანსი სრულად გაქვს", – განაცხადა ცირა ბარამიძემ.