ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. 

როგორც Report.ge-ს ქუთაისის მერიაში განუცხადეს, თანამდებობაზე კონკურსის წესით ზურაბ მარგველაშვილი შეირჩა. 

მარგველაშვილი სოციალურ საკითხთა სამსახურს 2013-2014 წლებშიც ხელმძღვანელობდა. 

ზურაბ მარგველაშვილი ამ დრომდე თბილისის მერიის სსიპ ტექნოლოგიურ განვითარების ფონდში, სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.