ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში იოსებ ხიხალეიშვილმა გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისისს წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისის მერობის არცევნების მეორე ტურში სამთავრობო პარტიის წარმომადგენელმა, იოსებ ხახალეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 92.02% მიიღო. 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციას" კანდიდატი გრიგოლ შუშანია უპირისპირდებოდა. 

ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხმების მობილიზებისათვის გაცხადებული კამპანია არ გაუმართავს.