ქუთაისის მერობის არჩევნებში ხატია დეკანოიძე ლიდერობს

ქუთაისის მერობის არჩევნებში ხატია დეკანოიძე ლიდერობს. ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატს 43.81% აქვს მიღებული, ხოლო მის მთავარ კონკურენტს, იოსებ ხახალეიშვილს "ქართული ოცნებიდან" 41.76%

ქუთაისის მერობის არჩევნებში პირველადი შედეგები ასე გადანაწილდა:

~ ხატია დეკანოიძე - 43.81%

~ იოსებ ხახალეიშვილი - 41.76%

~ გიორგი გოგუაძე - 8.09%

~ ანდრო ლოსაბერიძე - 5%

~ ირინა საღინაძე - 1.35%

ამ დროისთვის 124 უბნიდან დათვლილია 54 უბანი.