ქუთაისის ვიცე-მერი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე თანამდებობას ტოვებს.

Report.ge-ს ინფორმაციით, ის სამუშაოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადადის.

ქუთაისის მერიაში ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ნინო თვალთვაძე ერთი თვით შვებულებაში გავიდა.

თვალთვაძე აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლის 1 დეკემბრიდან იკავებს.