ქუთაისში 2396 ბიულეტენი გაბათილდა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 2396 ბიულეტენი გაბათილდა. 

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, მეორე ტურში ხმა მისცა 69 871-მა ამომრჩეველმა, მათგან 34 925-მა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს და 32 703-მა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს. 

ხახალეიშვილმა დეკანოიძეზე 2222 ხმით მეტი მიიღო.