"კვლავ მოხდება პარლამენტის პიკეტირება" - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

"კვლავ მოხდება პარლამენტის პიკეტირება,"-ამის შესახებ განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

გიორგი გუგავამ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა, მისი თქმით, ორშაბათს, 19:00 საათზე აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე და მოეწყობა მსვლელობა, ხოლო სამშაბათს, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას მოაწყობენ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები დეპუტატებს სესიის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.