ვინ არის? - სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტებს მარიამობა მიულოცა.

- მიხეილ სააკაშვილმა გაკეთა განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე, თქვენი შეფასება როგორია? - ჰკითხა ჟურნალისტმა პრეზიდენტს.

- ვინ? ვინ არის? -  პრეზიდენტმა კითხვა უპასუხოდ დატოვა და ჟურნალისტს მარიამობა მოულოცა. 

,,მე მინდა, რომ მოგილოცოთ მარიამობა და შეგეწიოთ მისი მადლი" , - მიმართა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს ვიდეომიმართვა გაავრცელა, მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.