ლაგოდეხში არჩევნებში ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ომარ შველიძემ გაიმარჯვა.

აფენის თემის შედეგებით, მან ხმათა 82 % აიღო.

საბოლოო შედეგები სამ კანდიდატს შორის ასე გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ - მალხაზ მელაშვილი – 14 %;

„მოძრაობა თავისუფალი საქართველო“ - დავით ბეგლარიშვილი – 1 %;

„ქართული ოცნება“ - ომარ შველიძე – 82 %.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში ჩატარდა.