"ლეიბორისტული პარტია" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

"ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პარტიის არჩევნებში მონაწილე სუბიექტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განცხადება შეიტანა. პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ქუმსიშვილმა აღნიშნა, პარტია იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ემზადება.