"ლელო" პარლამენტში ფრაქციას ქმნის

პარტია "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტში ფრაქციას ქმნის. ფრაქციის სახელწოდებაა "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

"მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია რომლის სახელწოდება იქნება "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". სწორედ ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღეს ორგანოში", - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მათ ფრაქციას უერთდებიან სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძეც. 

აღსანიშნავია, რომ ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე კი სალომე სამადაშვილი იქნება.